
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
კონსილიუმის შეხვედრა, რომელიც თბილისი მერიოტში რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"დაწესებულება აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ეს დაწესებულება მზად არ არის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, ის არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, იმიტომ რომ 48 დღე არის ძალიან კრიტიკული ზღვარი.[...]
მკურნალობა მოიცავს, ინტენსიურ სითხეების გადასხმას, ელექტროლიტების ბალანსს, ვიტამინების მიღებას, მინერალების მიღებას, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას.
ყველაფერი ეს არ კეთდება...მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თავის ცალკე ოთახში და გვერდზე ოთახში გამზადებულია ეს რეანიმაციული ბრიგადა, მეორე ეს არის ის, რომ შიმშილის შედეგად, მთელი ორგანოები და სისტემები ზიანდება.
ეს არაა ისეთი დაავადება, მაგალითად რომელიმე ერთი ორგანოსი, როცა შეიძლება მიზანდასხულად გამოიძახო სპეციალისტი და კონსულტაცია ჩაუტარო, ეს არის მულტიპოლიორგანული დაზიანება და როცა ადამიანი ამ კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, იწყება მთელი ლეტალური, ანუ სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, იწყება პოლიორგანული უკმარისობა და ამ სტადიაში ამ ადამიანის მკურნალობა გაცილებით მძიმე და ბევრ შემთხვევაში შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.[...]ასეთ მდგომარეობაში საჭიროა მულტიპროფილის სპეციალისტები",-თქვა გიორგი გრიგოლიამ.
პირველი განცხადებები მედიკოსებმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია