
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრი, გია ხურციძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობა იმ ეტაპს უახლოვდება, როცა პაციენტის მკურნალობა შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს.
გია ხურციძემ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 16 ნოემბერს სხვა ექიმებთან ერთად მოინახულა, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია, ასევე გაუარესებულია მისი მეხსიერება და შენელებულია მეტყველება.
"ადამიანი არის ძალიან დასუსტებული, შენელებული მოქმედებით, გაუარესებული მეხსიერებით, ძალიან ძლიერი სისუსტით, ძალიან შენელებული მეტყველებით და კიდევ ერთხელ აზროვნების დაქვეითებით.
გამომდინარე აქედან, ფართო გამოკვლევა და გასინჯვა მოხდა პაციენტის, აღმოჩნდა რამდენიმე სინდრომი, რომელიც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო დადგენილი.
ენცეფალოპათიის გამოხატული სურათი არის, რომელმაც მკურნალობის არდანიშვნის შემთხვევაში, შეიძლება ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს. გარდა ამისა ადგილი აქვს მნიშვნელოვან კუნთების განლევას, ძლიერ სისუსტეს, ანემიას რომელიც გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა სისხლი განალოვან მასებში და ღებინება ჰქონდა, მოყავისფრო ფერის შემადგენლობის ნაღებით და იმასთან შედარებით, რომ თალასემია აქვს და ზღვრული ანემია, იმის დამძიმებას გამოიწვევდა...
ის შიმშილობის 48-ე დღესაა, ბოლო 8 დღის განმავლობაში არ იღებს არანაირ მინერალურ დანამატს და ვიტამინის დანამატს და უკვე ინტენსიურად და აქტიურად ხდება წონაში კლება. ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, რომელიც შეიძლება იყოს არდაბრუნების ზღურბლი როცა ცვლილებები შეიძლება იმდენად გაღრმავებული იყოს, რომ მისი მკურნალობა გახდეს შეუძლებელი,-თქვა გია ხურციძემ.
ცნობისთვის,სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია