
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს, ოფიციალურად მიმართა, რომ დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩაერთოს.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთვევაში, მათ საშუალება ექნებათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
""სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მივმართეთ, ჩაგვრთოს მესამე მხარედ, დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში[...]თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის". - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება 10 ნოემბერს გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან დროებით ზომად ითხოვდნენ, რომ სასამართლოს საქართველოს მთავრობისთვის მოეწოდებინა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ
გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.