ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველისთვის მიხეილ სააკაშვილი "ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას".

ამასთან დაკავშირებით კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმების ჯგუფს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

"ნინო ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. ბუნებრივია, იგივე ინტერესი აქვთ, მიხეილ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს",-თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი