ყოველ საათში მისი მდგომარეობა მძიმდება... კონსილიუმის დასკვნას აბსოლუტურად ვეთანხმები - ნიკოლოზ ყიფშიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და ის მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ნიკოლოზ ყიფშიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების დასკვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ექსპერტთა რეკოემნდაციებს ეთანხმება.

"ვიცი დასკვნა, აბსოლუტურად ვეთანხმები. რაც შეეხება მის მდგომარეობას ახლა, იყო რაღაც უსიამოვნო მომენტები წნევასთან დაკავშირებით, რაც დავარეგულირეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დარეგულირება გასტანს დილამდე. ბევრად სუსტადაა, უჭირს გადაადგილება და პრინციპში რაც კონსილიუმმა თქვა ზუსტად ისეა ყველაფერი.

მაშინ რომ მოესმინათ ჩემთვის და მაშინ გადაეყვანათ, ბევრად ადვილი სიტუაცია იქნებოდა. ყოველ საათში მისი მდგომარეობა მძიმდება და მისი მკურნალობა უფრო და უფრო გაჭირდება.

მე რომ ვიყო უფროსი, მე დღესვე გადავიყვანდი[...]

ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში, მქონდა პრივილეგია, რომ მასთან პალატაში ავსულიყავი,-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის,სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი