მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ფოთისა და წალენჯიხის საკრებულოს წევრებმაც დაიწყეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა წალენჯიხისა და ფოთის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს.

ფოთის საკრებულოს 3 მოშიმშილე წევრს დღეს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდება. რაც შეეხება წალენჯიხას, იქ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 4-მა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, მათ რიცხვს "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ 2 პირი შეუერთდება. 

გუშინ მომხდარი ხმაურისა და დპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერები შიმშილობას აგრძელებენ ზუგდიდშიც, სადაც 5-მა პირმა პროტესტის ამ ფორმას საკრებულოს შენობაში სამი დღის წინ მიმართა. 

შიმშილობას აგრძელებენ ასევე რუსთავის საკრებულოში.

მოშიმშილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი