"ოცნებას" გიორგი რურუას გათავისუფლების პირობა არ დაუდია - მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნდა:

არათუ გიორგი რურუას, არცერთი ადამიანის გათავისუფლებაზე არანაირი პირობა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებათა არცერთ ეტაპზე არ დაუდია, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. მისივე თქმით, ოპონენტების არგუმენტი, რომ რურუას გათავისუფლების შემთხვევაში ისინი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობ, რომ გიორგი რურუას ფაქტორი არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი. როდესაც ისინი ხედავენ თავიანთ რეიტინგებს, ხვდებიან, რომ არანაირი შანსი არჩევნების გზით, მათთვის რაიმე შეიცვალოს, არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი ასახელებენ რაღაც მიზეზს, თავიანთ სახელდარქმეულ ე.წ. პოლიტპატიმრობას. არათუ გიორგი რურუას, არცერთი ადამიანის გათავისუფლებაზე არანაირი პირობა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებათა არცერთ ეტაპზე არ დაუდია. ელჩებმა დაადასტურეს თქვენთვის, როგორც ჩანს, ცალკე, ელჩებს ასეთი რამ არ უთქვამთ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს იწყება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებენ, მათ გარდა, ბოიკოტის რეჟიმშია დავით ჭიჭინაძეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი