სარჯველაძის ინფორმაციით, კომიტეტის ფორმატში, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრაა დაგეგმილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეს, კომიტეტის ფორმატში,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან შეფასებითი ვიზიტი. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული და მათგან თანხმობას ელიან.

განცხადება სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის ბიურომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარდგენილი 1383 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია გადასცა. პეტიციის ხელმომწერები სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი