
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს შიმშილობა კიდევ ერთმა მოქალაქემ დაიწყო. ის ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ მივიდა.
ახალგაზრდა ამბობს, რომ დიაბეტი აქვს, ინსულინზეა დამოკიდებული, თუმცა მედიკამენტის მიღებასა და საკვებზე მაინც უარის თქმას აპირებს
"ეს პროტესტი უფრო არ არის, ეს უფრო თხოვნაა, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარივე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ტყვედ ამყოფებს საკუთარ ციხეში. სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში, მანამდე მე არ შევწყვეტ ამ სამმაგ შიმშილობას", - თქვა მოქალაქე დათო ელისაშვილმა.
ჯამში პროტესტის ამ ფორმას 25-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ყველა მათგანის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.