იქნებ რამენაირად გამოაძვრინონ, მე მივხედავ, როგორც გავზარდე პატარაობაში, ისე მივხედავ ახლაც - გენადი ბესტაევის და

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ გატაცებული და შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ოჯახი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გატაცებული კაცი ოჯახში დაბრუნებულიყო იმ ფონზე, როცა ამ დროის მანძილზე უფრო მძიმე ბრალდებით დაკავებულები გათავისუფლდნენ. 

გენადი ბესტაევის და ამბობს, რომ ოჯახთან მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და საკვები მიუტანეს, როცა მისი ძმა მომაკვდავ მდგომარეობაში ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

"შანსიც არ არსებობს, რომ გადარჩეს საიმისო, ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ ძალიან მძიმედ არის, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორც უნდოდათ ისე მოკლეს და ისე გამოუშვეს მკვდარი. არაფერს არ ვითხოვ, აღარ საკვებს როგორც ჩემი ძმა არ ჭამს ეს დღეები, ისე მე არ ვჭამ საჭმელს, ის იქ შიმშილობს და მე აქ. იქნებ რამენაირად გამოაძვრინონ, მოვიდეს იქნებ გონზე და ისე ინვალიდი როგორ იქნება, რომ არ მივხედო და არ მოვუარო, მე მივხედავ როგორც გავზარდე პატარაობაში ისე მივხედავ ახლაც.

არ მინდა არავისი პროდუქტები, სახლი მიეცათ, ერთი ოთახი, რაღაც ვაგონი დაედგათ რომ შიშის ქვეშ არ დაეძინა იმ კაცს", - ამბობს ნაირა ბესტაევი. 

გენადი ბესტაევის მკურნალი ექიმი, ქეთევან კუპატაძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა პროგნოზებზე საუბარი კი ამ ეტაპზე ნაადრევი.

საათზე მეტია ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა, სწორედ გენადი ბესტაევია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი