ნახევარი მილიონი ნათურებისთვის - ოზურგეთის ქუჩები ისევ ჩაბნელებულია

გამოქვეყნდა:

ჩაბნელებული ოზურგეთი და გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი გარე განათების ნათურებისთვის - მერიიდან სოლიდური თანხების გამოყოფის მიუხედავად, ქალაქის ქუჩებში განათება მაინც არ არის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გარე განათებისთვის ყოველ წელს ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. ნათურების შესაძენად ბოლო დროს ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო, დაბალი ძაბვის გამო ხშირად ელექტრონათურები იწვება და შესაბამისად, მოსახელობას ჩაბნელებულ ქუჩებში გადაადგილება უხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა ხდება.

ნათურები რომ  უხარისხოა, ამაზე ოზურგეთის მერიის აიპი-შიც ადასტურებენ. თენგიზ ქუთაძე ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, ძვირადღირებულ ნათურებს ვერ ყიდულობს.

ოზურგეთის მერიას კი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადგილობრივი ოპოზიცია ადანაშაულებს. ამბობენ, რომ როდესაც ქვეყანაში ადამიანები უკიდურეს გაჭირვებას ებრძვიან, გარე განათების ნათურებში ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ნახევარი მილიონი არ უნდა იხარჯებოდეს.

2018 წლიდან დღემდე ოზურგეთში, ჯამში, ოთხი ათას ნათურაზე მეტი გამოიცვალა, გადახდილი თანხა კი ყოველწლიურად განსხვავებული და მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ნათურების შესაცვლელად 162 ათს ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, წელს ადგილობრივმა მერიამ ნახევარ მილიონამდე ლარი მაინც გამოყო.

 

ავტორი: ნანიკო სისვაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი