
ხმაური იყო დღეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ რეზიდენციასთან, სადაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა შეკრებილ მოქალაქეებს რეზიდენციასთან საპროტესტო წარწერების გაკეთების ნება არ დართეს.

მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და მის პატიმრობას აპროტესტებენ.