
მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოს დაწესებულებაში შესვლას აპირებს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
"რომ მივიღოთ გადაწყვეტილება უნდა გადავიყვანოთ, თუ ადგილზე მოვემსახუროთ, ამიტომ უნდა შევიდეთ და არა იმიტომ, რომ მე მენატრება იმ სივრცის მონახულება" - აცხადებს ხუნდაძე
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარანტი იქ მომუშავე მედპერსონალია. ხუნდაძე მესამე პრეზიდენტს ისევ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ხელისუფლების პასუხისმგებლობას კი ვერ ხედავს.
პენიტენციურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა