
ოპოზიციის აქციების ლოკაცია ხვალისთვის, შეიცვალა. განცხადება ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, მისი თქმით, ერთობლივი შეთანხმება პარტნიორ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებით მიიღეს.
ვინც დააპირებთ თბილისში ხვალ ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით - განაცხადა მელიამ და ღარიბაშვილ/ივანიშვილს მიმართა, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო, "ადამიანი თქვენი ხელით გადარჩეს".
ოპოზიციის გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დრეს უკიდურესად დამძიმდა და მან გონება დაკარგა:
სადისტური რეჟიმი მოქმედებაშია, სადისტური რეჟიმი არ ავლენს ელემენტარულ ადამიანურ ნიშნებსაც კი და ცდილობს სისრულეში მოიყვანოს ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გეგმა. უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, დატყვევებული ადამიანი მოკლას. მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა, არც საავადმყოფო...
აქედან გამომდინარე, ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში, როგორც არასოდეს, საჭიროა სრული მობილიზაცია და ერთობა. ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია-მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ვისაც სჯერა რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა რომ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსული სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე" განაცხადა ნიკა მელიამ" განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.