კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ, გვესაუბრება  - რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციური პარამეტრები, ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და მოწესრიგებული - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გლდანის ციხესთან, რეანიმატოლოგი.

მან განმარტა, რომ დღეს საკონსულტაციოდ მიიწვიეს, თავად მიხეილ სააკაშვილს კი მისივე თქმით, 2007 წლიდან იცნობს: 

"იქ მორიგეობს რეანიმატოლოგი ყოველ დღე, მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან არის რეანიმატოლოგი ყოველ დღე მორიგე, რომ ასეთი  შემთხვევითი გართულებების დროს ყოფილიყვნენ მზადყოფნაში.

ამ ეტაპისთვის, მეტსაც გეტყვით, ის ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ, გვესაუბრება და კომენტარებსაც ვაკეთებთ. ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ, მას სჭირდება ყველაფრის მონიტორინგი. მისი მდგომარეობა ისე მკვეთრად დამძიმდა იმ მომენტში, რომ სასწრაფოდ გადავიდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 

ამდენი ხნის შიმშილი, პრბლემები, ეს იწვევს უამრავ ცვლილებებს ორგანიზმში და გარკვეულ სისტემაში ახდენს ხოლმე პერიოდულად გამოვლინებას. დღეს მოხდა ეს. იყო ცნობიერების კარგვა,  ჰიპერტენზია, ტახიკარდია, ეს ყველაფერი მოწესრიგებულია" ამბობს ექიმი.

ის არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა მზად, გლდანის დაწესებულება, გაუმკლავდეს მსგავს რთულ ვითარებას და უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49- დღეს, რამდენიმე საათის წინ, გონება დაკარგა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი