„ოცნების“ სავარაუდო მაჟორიტარები ცნობილია - ოლიგარქი საპარლამენტო სიას პირადად ადგენს

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია მაჟორიტარებს ივნისის შუა რიცხვებში დაასახელებს, თუმცა, მედიისთვის რეგიონებში „ოცნების“ სახეების ვინაობა უკვე ცნობილია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახეთის ორი ოლქისთვის, სავარაუდოდ, მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და დეპუტატი დავით სონღულაშვილი იბრძოლებენ. თუმცა არ არის გამორიცხული, დავით სონღულაშვილის ნაცვლად მეორე კახურ ოლქში, რომელიც გურჯაანს, საგარეჯოს, სიღნაღსა და დედოფლისწყაროს აერთიანებს პრეტენზიები ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდეს.

სავარაუდოდ, „ოცნება“ ქუთაისში ასევე მოქმედ გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს დააყენებს, სავარაუდოდ, „ოცნების“ კანდიდატების შტაბების ფორმალური თუ არაფორმალური უფროსები მერები და გამგებლები იქნებიან. თუმცა, ისევე როგორც კახეთის შემთხვევაში, იმერეთის მაჟორიტარების სახელებისა და გვარების დასახელებას „ოცნება“ არ ჩქარობს.

რაც შეეხება „ოცნების“ პარტიულ სიას, როგორც ცნობილია, ივანიშვილი არავის ენდობა და სიას თავად ადგენს. ოლიგარქი კლანებისა და საკუთარ კარზე დაწინაურებული ფიგურების მოთხოვნებსა და კვოტებს ნაკლებად გაითვალისწინებს.

„ოცნებას“ წინასარჩევნო კამპანია არაოფიციალურად უკვე დაწყებული აქვს და, შესაბამისად, მაჟორიტარებიც შერჩეული. მმართველი გუნდი ახლა შესაფერის მომენტს ელოდება და იმის გარკვევას, რამდენი მაჟორიტარის პრეზენტაცია სჭირდება 30-ის თუ 73-ის. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი