"უკანონო დავალება არ შეასრულონ..." - სპეცრაზმელებს ყოფილი კოლეგა მიმართავს

გამოქვეყნდა:

სპეცრაზმელებს ყოფილი კოლეგა მიმართავს - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობის 17 წლიანი სტაჟით. აგვისტოს ომის მონაწილემ  სისტემა ჯერ კიდევ მაშინ დატოვა პროტესტის ნიშნად, როცა მეორე ტურის წინ, ხელისუფლებამ გამოგონილი ბრალდებებით ყოფილი სამართალდამცველების დაკავება დაიწყო. 

ხელისუფლების მხრიდან შურისძიებამ არ დააყოვნა. რომა ანთია 10 ნოემბერს სუს-თან დაანონსებულ აქციაზე მივიდა როგორც რიგითი მოქალაქე და ქვეყნის გულშემატკივარი. კადრებშიც ჩანს, რომ ის ტროტუარზე, მოვლენათა ეპიცენტრიდან მოშორებით იდგა, თუმცა ის დაკავებების დაწყებიდან რამდენიმე წამში სამმა სამართალდამცველმა ახსნა- განმარტების გარეშე მოიტაცა და განყოფილებაში გადამალა. 

2 დღიანი პატიმრობის შემდეგ კი სასამართლომ მას 2000 ლარიანი ჯარიმა გამოგონილი ბრალდებით შეუფარდა.

ანთია დარწმუნებულია რომ სამართალდამცველებმა უკანონო დავალება სუს-დან მიიღეს და მათი მიზანი სისტემიდან დემარშით წასული მებრძოლის დასჯა იყო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი