საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. იგი ქვეყანაში ქართული ლეგიონის მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად ჩამოდიოდა, თუმცა აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. ცნობილ ბლოგერს, ვლადიმერ ზოლკინს ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს საქართველო.

ზოლკინს სურდა გაეშუქებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მან მიმართა კიდეც საქართველოს საგარეო უწყებას და  ამბობს, რომ  ჰქონდა ყველა საბუთი, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ შეძლო საქართველოში შემოსვლა. ამ ყველაფერს მისი მასპინძელი ორგანიზაცია ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც თავისუფლად უშვებს რუს ჟურნალისტებს, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს კი ამის უფლებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი