"ოცნება" პუტინის რუსეთის დაკვეთას ასრულებს - "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს. 

მათ ადგილზე საპროტესტო წარწერები აქვთ მიტანილი - "საქართველოს მთავრობა დასავლეთს ზურგს აქცევს"; "საქართველო ევროკავშირისგან ასე შორს არასდროს ყოფილა". ასევე, გაშლილი აქვთ პუტინის ბანერიც, რომლის სახეც "ქართული ოცნების" ლიდერებითაა აწყობილი. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. 

ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოსმენის პარალელურად იმართება. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი