ხალხო, ნუ უსმენთ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავებს. ესენი არაფერს არ წყვეტენ, არიან ბოროტი დამკვეთის ბოროტი გამხმოვანებლები- აცხადებს დავით კირკიტაძე, ენმ-ს დეპუტატი, რომელიც კოლეგებთან ერთად, უკვე მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს
ესენი მიზანმიმართულად გვიკლავენ პრეზიდენტს - ამბობს კირკიტაძე და მოსახლეობას დღეს, 3 საათზე, აქციაზე მისვლისკენ და აქტიური, არაძალადობრივი პროტესტისკენ მოუწოდებს:
"ესენი არ უსმენენ ექიმებს, არ უსმენენ სახალხო დამცველს, არ უსმენენ არავის. პაატა ბურჭულაძე ამდენი ხანია შიმშილობს, ელენე რა მდგომარეობაშია, ჩვენ მე-6 დღეა ვშიმშილობთ და ბაჩუკი ქარდავა საერთოდ მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. სწორედ ახლა არის დრო, ქართველმა ხალხმა გააგებინოს, შეაგნებინოს თავისი სიტყვა ხელისუფლებას." ამბობს კირკიტაძე.
ოპოზიციის აქცია დღეს რესპუბლიკის მოედანზე 15 საათზე დაიწყება.