ენმ თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს, ორ ოლქში კი - გლდანსა და სამგორში, კანდიდატი საკუთარი პარტიიდან წარადგინოს. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის არჩევნებზე, მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დასახელების მომხრეა. 

მელია ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისშია, თუმცა ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ენმ პატივს სცემს სხვა პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც საკუთარი კანდიდატებით არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. 

ენმ თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ ენმ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის... ხვალინდელი დღიდან ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის ორ რაიონში - სამგორი და გლდანის რაიონი და იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის გარშემო მონაწილეობას კონსულტაციებში აღარ მიიღებს. რაც შეეხება რეგიონებს, "ნაციონალური მოძრაობა" მუნიციპალიტეტებშიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი