ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათში, შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ფოკუსირება - ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ვფიქრობ, ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება, რაც არის ევროკავშირის ინტერესის საგანი - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრისას.

დიპლომატმა მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველსაც, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში "ქართულო ოცნება" თავმჯდომარე კობახიძის თაოსნობით, თავს ესხმის და ემუქრება:

"მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და მისი უფლებების დაცვის თაობაზე. ეს ასევე ეხება საზოგადოებისთვის ობიექტური სამედიცინო რჩევების საჭიროებას, რათა მოხდეს სწორად შეფასება სიტუაციის და ყურადღება მიექცეს არსებული რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება, რაც არის ევროკავშირის ინტერესის საგანი. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ვფიქრობ საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით". – თქვა ჰარცელმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი