"გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!" - მოქალაქეები სამეგრელოდან ავტოკოლონებით თბილისისკენ მოემართებიან

გამოქვეყნდა:

თბილისში ოპოზიციის დაგეგმილ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. სამეგრელოს რაიონებიდან ავტოკოლონები დედაქალაქის მიმართულებით უკვე დაიძრა.

მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 

"მივდივართ იმ მოტივით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას სრულყოფილი მკურნალობა ჩაუტარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს ხელისუფლება, რაღაცას ჯიუტობს, თავისი უაზრო, უტიფარი საქციელების გამო. ეს ხალხი ძალიან გაბრაზებულია. დღეს რესპუბლიკის მოედანზე იქნება გაჟღერებული სწორედ ის მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ იქნეს გადაყვანილი კლინიკაში მიხეილ სააკაშილი. ვიდგებით მანამ, სანამ ეს არ შესრულდება", - ამბობს აქციის მონაწილე.

ოპოზიციური პარტიები დღეს სამი სხვადასხვა ადგილიდან აქცია-მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გეგმები შიცვალა - აქცია 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სამოქმედო გეგმას ლიდერები ადგილზე გააჟღერებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი