"მთავარი არხის" ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან შეინიშნება სამართალდამცველების მობილიზება, თავად გორის სამხედრო ჰოსპიტალთან კი ამ დროისათვის სიმშვიდეა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის 50-ე დღეს, ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა , გუშინ გონება დაკარგა და რეანიმაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ამჟამად ე.წ. ჰიბრიდული კლინიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოს ნაწილში, კოვიდინფიცირებული პაციენტებიც გადაჰყავთ.