საერთაშორისო პრესა დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს, იქნებ შევქმნათ ბერკეტი - ბოლქვაძე ზალკალიანს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პრესა საქართველოს იმიჯს "ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს".

მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შესთავაზა, საკითხის მოსაგვარებლად "რაიმე ბერკეტის შექმნაზე" იმუშაონ.

"ბატონო დავით, თქვენ, ალბათ, კარგად იცით, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესა ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს და ეს განსაკუთრებით ხდება საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორიცაა "ფიგარო", "ლე მონდი", "ექსპრესი" და რომელსაც მილიონობით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურად.

ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ბერკეტი იმისთვის, რომ თუ არ არის, იქნებ შევქმნათ და რამენაირად მოგვარდეს ის საკითხი, რომ ამ დეზინფორმაციას ჩვენ საქართველოდან მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც რეალობასთან ახლოსაა. მე, როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მოგვარება მომავალში და ჩვენ, კულტურის კომიტეტი მზად ვართ, ჩავერთოთ ამ მუშაობაში, თუკი ეს თქვენი ნებაც იქნება", - მიმართა ბოლქვაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი