მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით გადაწყდეს ეს საკითხი - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

მან მოთხოვა ადმინისტრაციას ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არც ერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან - აცხადებს ეკა ხერხეულიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად გლდანის ციხეში მივიდა, თუმცა მას ჯერჯერობით დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ ეძლევა.

"მას შემდგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყავნის დროს, ის მოატყუეს და გაიტაცეს და გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ ექიმების და ადმინსიტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას"- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძის თქმით, ცნობილია მესამე პრეზიდენტის პოზიცია, რომ თუ დადგება ადგილის შეცვლის საჭიროება, ის მოითხოვს პროცესს ესწრებოდნენ მისი ადვოკატები, წარმომადგენელი და პირადი ექიმი:

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება და რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები მას ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო, მაგრამ ეს ადამიანი იბრძვის 50 დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი თავგანწირული ბრძოლა იმსახურებს იმას,რ ომ მისი პოზიცია ჩვენ ვიცოდეთ...

არც ერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იცდის რუსთაველზე, იმ ადამიანებისთვის რომლები შიმშილობენ" - ამბობს ხერხეულიძე.

მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლებამ დღეს, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ შესთავაზა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი