
"ჩვენ არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა ოკუპანტი ქვეყანა არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა შვილიშვილებმა და მაგათმა შვილებმა რუსეთის უკანა ეზოში იცხოვროს" - ამბობს ანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ანზორ მელია მადლობას უხდის ყველას სახელით ელენე ხოშტარიას, ყველა მოშიმშილეს პარლმენტსა და საკრებულოებში, მადლობას უხდის ყველა დეპუტატს და მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს. მისი თქმით, სწორედ ეს არის ქართველი კაცის გენი და ამ გენს "ოცნებაც" ვერ დაამარცხებს.
მთავრობა, პარლამენტარებო, თქვენ არ გიყვართ სამშობლო, საქართველო. თქვენ გინდათ თქვენი მილიონები, მილიარდები, კალოშებით მოხვედით და სასახლეები ააშენეთ ამ ქართველი ხალხის ხარჯზე. [...] ჩვენ არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა ოკუპანტი ქვეყანა, არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა შვილიშვილებმა და მაგათმა შვილებმა რუსეთს უკანა ეზოში იცხოვროს, - ამბობს ანზორ მელია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის 50-ე დღეს, ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ასევე იხილეთ: