გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძე სავარაუდოდ მედპერსონალს შეხვდება და პირადად გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას,.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჰოსპიტალში იმყოფებოდა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელიც.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სწორედ იქ სთავაზობს ჰოსპიტალიზაციას.
ტიკარაძე კომენტარს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.