5-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" შიმშილობა შეწყვიტეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებამ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
პროტესტმა გამოიღო შედეგი და ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას გორის ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, დავასრულოთ პროტესტის ეს ფორმა და ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე.
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია, ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, ჩვენი ინფორმაციით, დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში, - თქვა საკრებულოს დეპუტატმა ვაჟა მორგოშიამ.
შეგახსენებთ, 5 დღის წინ რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა ფრაქციის კუთვნილ ოთახში შიმშილობა მესამე პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს.