უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში არ შემოუშვეს და კიევში გააბრუნეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქვეყანაში არ შემოუშვა.  

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უფლებადამცველები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და იურისტები უკან, კიევში ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს.

როგორც  ამბობენ, მათ ჩამოართვეს პასპორტები და ხუთი საათის განმავლობაში ჰყავდათ  გადაყვანილი,სადეპორტაციო განყოფილებაში, ამის შემდეგ კი უკვე გააბრუნეს უკრაინის მიმართულებით .

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებს მათთვის არ განუმარტავთ, რატომ დაატოვებინეს ქვეყანა, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი