გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ- ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი ყველა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილია, გამართულია MRT-ს აპარატიც და პაციენტისთვის საჭიროების შემთხვევაში, ყველა სამედიცინო დახმარების გაწევა შესაძლებელია:

"გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალური ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRT-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აბდეითი და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომელიც მას დასჭირდება" ამბობს ტიკარაძე, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნულ კლინიკაში იგეგმება მესამე პრეზიდენტს გადაყვანა. ​რატომ დასჭირდა ამდენი ხანი ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად, კითხვაზე პასუხისას მინისტრი ტიკარაძე ქვეყანაში, "შიმშილობის ეპიდემიას" ასახელებს:

"ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდით ყველასთვის მიგვექცია ყურადღება, ბევრი დეპუტატის მდგომარეობა გაუარესდა" - ამბობს ტიკარაძე.

მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ახლაც ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა და მას გლდანშიც უტარდებოდა ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი.

ტიკარაძის თქმით, გორის ჰოსპიტალი არ გადაიკეტება და ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს დღეს მკურნალობენ, მეთვალყურეობას გორშიც გააგრძელებენ  - "ამ ტერიტორიაზე მისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას" ამბობს ტიკარაძე. 

ამავე თემაზე:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მზადებაა - ფანჯრებს გისოსებს ამაგრებენ
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი