ის ხელოვნური კრიზისი, რომელშიც უპასუხისმგებლო ოპონენტების გამო შევიდა ქვეყანა, არ იყო ანტიდასავლური? - ზალკალიანი 

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უარყოფს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის გამო მოხდა. 

ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ მაშინ, როცა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, უნდა ისაუბრონ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც.

"მე რომ მეუბნებით, დასავლეთისგან გადაუხვიეთო, ის ხელოვნური კრიზისი, რომელშიც უპასუხისმგებლო ოპონენტების გამო შევიდა ქვეყანა, ეს არ იყო ანტიდასავლური? ყველა რესურსი გამოიყენა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას პრობლემა არ შექმნოდა. იგივე იმ მე-18 დაწესებულებაში იხილეთ თქვენ რა რესურსი იქნა მობილიზებული ექიმების, ტექნიკური საშუალებების, რომ მას ყველა სახის პირველადი დახმარება გასწეოდა. ახლა როგორ, ვიდგეთ და ვიძახოთ, რომ იმის გამო, რომ საერთაშორისო მეგობრების წნეხი იყო და იმიტომ გავაკეთეთ ესა და იმიტომ, რომ... და ეს ვისი გამარჯვებაა ხელისუფლების თუ ოპოზიციის, ქვეყანამ გაიმარჯვა",- ამბობს დავით ზალკალიანი. 

ამავე თემაზე:

"მიხეილ სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, მას აქვს ერთი ტექნიკური პირობა" | ეკა ხერხეულიძე
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი