"შიმშილობას შევწყვეტ, როცა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში მიიყვანენ და ამას დავინახავ" | პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, ამბობს, რომ შიმშილობას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც დაინახავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

მემგონი ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი რომ არ მჯერა მე მათი ბოლომდე. ესენი არიან საერთაშორისო დონის თაღლითები. არამარტო შინაური, საერთაშორისო თაღლითები. გაეროს ასამბლეაც კი გადააგდეს. მაგრამ მე მინდა რომ დავრწმუნდე ამაში, ტყუილი მოდის ყოველ წუთში ოცნებიდან, დილას, შუადღეს, საღამოს. მე უნდა დავრწმუნდე, რომ მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი პრეზიდენტი გამობრძანდება ციხიდან და მიიყვანენ ჰოსპიტალში, ამას რომ დავინახავ, მე შევწყვეტ შიმშილობას, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 16 ნოემბერს დაიწყო 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი