"მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას".
- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.