
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ ოცამდე ადამიანი დააკავა.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა შვიდი ადამიანი. არეულობების დროს კი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ავტომობილები გადაწვა და პოლიციელებს ქვები დაუშინა.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.
მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით დახურულ სივრცეებში მხოლოდ სპეციალური კოვიდ-საშვის მქონე ადამიანებს შეუშვებენ. გამონაკლისი ასევე დაიშვება აუცრელი ადამიანებისთვის, თუმცა მათ ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.