უკრაინელების დეპორტაცია - საქართველო შესაძლოა, დიპლომატიურ სკანდალში გაეხვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ჟურნალისტი ვლადიმერ ზოლკინი.

მამულაშვილის თქმით, ზოლკინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას ცდილობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

"სამწუხარო ფაქტი ხდება დღეს საქართველოში. მიმდინარეობს მასიური დეპორტაცია ჩვენი მოკავშირე ქვეყნის მოქალაქეების. მით უმეტეს, ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების, რომლებიც დღეს ცდილობენ, საქართველოში ჩამოვიდნენ და გააშუქონ მიმდინარე პროცესები.

ვლადიმერ ზოლკინი, რომელიც საქართველოში დაპატიჟებული იყო, სამწუხაროდ ეს ადამიანი დაადეპორტეს უკან უკრაინაში ყოველგვარი მიზეზების ახსნის გარეშე.

რეგიონში უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი განწყობა უკრაინის მიმართ შევცვალეთ მტრული, გაურკვეველი ურთიერთობით", - თქვა მამუკა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. იგი ქვეყანაში ქართული ლეგიონის მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად ჩამოდიოდა, თუმცა აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი