„შემცირებული უცხოური ინვესტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს, არამედ აძლიერებს პუტინის გავლენას რეგიონში“ - კონგრესმენების მწვავე წერილი მთავრობას და შეფასებები თბილისში

გამოქვეყნდა:

4 კონგრესმენის მწვავე წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კონგრესიდან საქართველოს პრემიერის სახელზე გამოგზავნილი დოკუმენტი, რომ იმაზე უფრო მწვავეა, ვიდრე დეკემბერში მოწერილი წერილი, ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ადამ კინზიგერზე სოციალურ ქსელ თვითერში თავად წერს.

რესპუბლიკელი კონგრესმენის პოზიციას დემოკრატებიც იზიარებენ, წერილს ხელს ჯერალდ კონოლი, კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და მაიკ მაკოლიც აწერენ. კონგრესმენების წერილი იმდენად მძიმე გზავნილებს შეიცავს, რომ პრემიერის ადმინისტრაციამ გზავნილი დღის ბოლოს გაასაჯაროვა.

4 კონგრესმენის წერილი „ქართული ოცნებისთვის“ იმდენად მძიმე განაჩენია,რომ დღეს ამ თემაზე განცხადებების გაკეთებას „ოცნების“ ლიდერები თავს არიდებდნენ. ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა მამუკა მდინარაძემ, საგარეო საკითხებზე მთავარი სპიკერი გია ვოლსკი კი მხოლოდ დღის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე კი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ყველაზე მთავარი მოკავშირეების საქართველოს მეგობრების ჯგუფის ხელმძღვანელების უკიდურესად კრიტიკული გზავნილებზე განმარტებებს „მწვანეების“ პარტიიდან გია ვოლსკი და „ოცნების“ ახალი სახე ლადო კახაძე აკეთებდნენ. საგარეო ურთიერთობები მათთვის იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ გია გაჩეჩილაძეს დღეს კონგრესი და ევროპარლამენტი აერია. 

შეერთებული შტატების მხრიდან მომავალი კრიტიკის ნიაღვარს „ქართული ოცნება“ სულ მალე ოფიციალური ვიზიტებით უპასუხებს. კონგრესმენებს გადარწმუნებას არჩილ თალაკვაძე ეცდება.

ასეთი მწვავე კრიტიკა და შტურმი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციას 2002, 2003 წლებს ახსენებს, თუმცა, განსხვავება აქაც არის, მაშინდელი ხელისუფლება ასეთი მწვავე შეფასებებს და ღია კრიტიკას არ იმსახურებდა. 

პასუხის პასუხი უკიდურესად მწვავეა და „ქართული ოცნება“ ამას დროულად უნდა მიხვდეს - ამბობენ გუნდიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატები.

კონგრესიდან ძალიან მწვავე წერილი თბილისში პირველად 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩამოვიდა, საქართველოს მეგობრები ხელისუფლებას პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებდნენ, ამის შემდეგ იყო, რესპუბლიკელი კონგრესმენის მარვეინ მალენის წერილი, ახლა კი თბილისში 4 კონგრესმენის გამოგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი