პარიზის ცენტრში ხანძარია

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში, პარიზის ცენტრში ხანძარია - ოპერის მოედანთან ახლოს, 7-სართულიან შენობაში, ბინას ცეცხლი უკიდია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები და პოლიციის ბრიგადებია  მობილიზებული. არსებული ცნობებით, ადგილზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მოქალაქეები ხანძრის ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი