აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდნენ, რომ ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ. შეხვედრა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, დეკემბერში გაიმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ტელეფონით საუბრისას განიხილა.

ევროპული საბჭოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრისას ლიდერები ასევე დათანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციის მიზნით, თავდაცვის მინისტრების დონეზე, პირდაპირი ხაზის ამოქმედებას დათანხმდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი