
კონსილიუმის წევრი ექიმები გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობისა და რეაბილიტაციის სქემას განიხილავენ. ექიმ ზურაბ ფაღავას თქმით, რეფიდინგის პროცესი საყურადღებოა და თუ ის შესაბამისად არ იმართა, შესაძლოა, კატასტროფით დასრულდეს.
როდესაც ადამიანი ჭამას იწყებს და ეს საკვები არ არის დოზირებული და იღებს დიდი რაოდენობით საკვებს უეცრად ორგანოები ამ საკვების მიღებაზე არაადეკვატურად პასუხობენ და შეიძლება კატასტროფა მოხდეს, - თქვა ზურა ფაღავამ.
ექიმო ოთარ თოიძე კი ამბობს, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი, კარგად დატრენინგებულ ექიმებსა და აღჭურვილ ჰოსპიტალს მოითხოვს. მისი თქმით, დაზიანებული ჯანმრთელობის ეტაპობრივ აღდგენას, რამდენიმე თვე დასჭირდება.
კონსილიუმი შეაფასებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გაეცნობა ჰოსპიტალის შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია პროცესის შემდგომი წარმატებისთვის. პროცესის წარმატება გულისხმობს კარგად დატრენინგებულ ექიმებს, რომელიც შეასრულებენ ენდოკრინოლოგიურ-ნუტრიციოლოგის მოწოდებულ გაიდლაინის მიხედვით ტაქტიკას. ეს პერიოდი ალბათ 2-3 კვირა გაგრძელდება, შემდგომ უკვე რეაბილიტაციის პროცესი ძნელი სათქმელია რამდენ ხანს იქნება, - თქვა ოთარ თოიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.
მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი