მადლიერების დღე - ჯო ბაიდენმა ინდაურები სახელად, "არაქისის კარაქი" და "ჟელე" შეიწყალა

გამოქვეყნდა:

მადლიერების დღის ტრადიციასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა ინდაურები სახელად "არაქისის კარაქი" და "ჟელე"  შეიწყალა.

ინდაურებმა შეწყალებამდე რამდენიმე დღე თეთრ სახლში გაატარეს. შეწყალების შემდეგ მათ ახალი სახლი და მათთვის განკუთვნილი მწვანე მინდორი ექნებათ.

მადლიერების დღე ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ის აბრაამ ლინკოლნმა დაამკვიდრა, 
ინდაურების შეწყალების ტრადიციასკი 1989 წლიდან ჯორჯ ბუშ უფროსმა.

მადლიერების დღისთვის, აშშ–ის პრეზიდენტებს ინდაურს როგორც ძღვენს, საჭმელად, 1947 წლიდან 
უგზავნიდნენ, თუმცა 1963 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ, ინდაური ფერმაში უკან გააგზავნა. ოფიციალურად ინდაურს "ბოდიში" 1982 წელს რონალდ რეიგანმა მოუხადა, მან ინდაური ზოოპარკს გადასცა, 
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდაურის შეწყალების ცერემონიის ტრადიცია კი 1989 წელს უფროსმა ჯორჯ ბუშმა დაამკვიდრა.

აშშ–ში მადლიერების დღე 1863 წელს დღესასწაულად აბრაამ ლინკოლნმა დაადგინა და ის ტრადიციულად 
ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღის ტრადიცია ოჯახის ერთად შეკრება და ინდაურის მირთმევაა. 

პირველად მადლიერების დღე აშშ–ში ინგლისელმა კოლონიალისტებმა მოსავლის აღებისთვის ღმერთისადმი მადლიერების ნიშნად, რელიგიური მოტივით, 1621 წელს იზეიმეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი