"ჩემი რეკომენდაციაა, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს თავისუფალი მკურნალობის უფლება სრულ გამოჯანმრთელებამდე" | ნიკოლოზ ყიფშიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. ყიფშიძის განმარტებით, ციხეში ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია.

"მე ასეთ ადამიანს უფლებას მივცემდი, ემკურნალა ციხეების გარეთ, თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას [მივცემდი]. ეს ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, არის რაღაც გზები, იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. ახლა ვუმკურნალებთ გახდება კარგად ერთი კვირის მერე, მერე დავაბრუნებთ ციხეში, მერე ისევ ავად გახდება, ისევ უნდა დავაბრუნოთ და მთელი ქვეყანა უნდა იყოს სტრესის ქვეშ. მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს რომ ავადმყოფს უმკურნალე, აქ არის სტრესი, ნერვიული მდგომარეობა, ბევრი პრობლემაა, ჩემი აზრი ასეთია",- ამბობს ყიფშიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის სუსტად არის და მას მთელი დღის განმავლობაში წნევის პრობლემა ჰქონდა. ამასთან ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბადრაგებმა ფანჯრის გახსნის შესაძლებლობა არ მისცეს. მისი თქმით, პრობლემა უკვე მოგვარდა, მაგრამა "სტრესული სიტუაცია გრძელდება".

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. დღესდღეობით ამასთან დაკავშირებით ვერავითარ პროგნოზს ვერ მოგცემთ. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო, ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არაინ იცის, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი განსაკუთრებულ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი.

პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს",- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი