
"ნაციონალური მოძრაობის" ახალ გზავნილს ოპოზიცია დადებითად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს გადაწყეტილება ხელს შეუწყობს ოპოზიციის ერთობის განმტკიცებას. ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, ოპოზიციური ძალები კონკრეტულ კანდიდატებზე კონსულტაციებს მომდევნო შეხვედრაზე გეგმავენ.
ეს არის განსხვავებული გზავნილი იმისგან, რაც ბოლო დღეებში გვესმოდა ნაციონალურო მოძრაობისგან და ძალა ერთობაშიასგან. ჩვენი ამოცანა ახლა იქნება, რომ ყველაფერი ძალიან მალე გავაფორმოთ იმიტომ, რომ ეს საკითხი მოიხნას დღის წესრიგიდან" ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
ინიციატივას პოზიტიურად აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. "ლელოში" ამბობენ, რომ თუ ეს შეთანხმება სედგება, ისინი ოპოზიციასთან დისკუსიას გააგრძლებენ და ერთმანეთში არგუმენტებს გაცვლიან. ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრობაში კი ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა ივანიშვილს და "ოცნებას" განაიარაღებს:
მათ არგუმენტებს მოვისმენთ, ჩვენსას გავუზიარებთ და შევეცდებით ისეთ ფორმულაზე შევჩერდეთ, რომელიც უზრუნველჰყოფს თბილისში ყველა მაჟორიტარულ ოლში ქართული ოცნების დამარცხებას პირველივე ტურში" ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ესეთი მიდგომა აბსოლუტურად განაიარაღებს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. სერიოზულად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ოპოზიციის ერთობის შენარჩუნებას და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასტუმრებას" ამბობს ანზორ ბიწაძე
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს. ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ამით "ენმ" თბილისის მაჟორიტარებზე მოლაპარაკებებში მომაწილეობას წყვეტს.
მელიას განცხადებით, პარტიას თავისი კანდიდატები ორ ოლქში - გლდანსა და სამგორში ეყოლება.
რაც შეეხება რეგიონებს, ნაციონალური მოძრაობა მზადაა მოლაპარაკებისთვის თუ ოპოზიცია ამომრჩეველს ძლიერ კანდიდატებს შესთავაზებს.