
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპორექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და პირველი განხილვა საზოაგდოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ შედგა.
საუბარია ცვლილებების პროექტზე, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთ %-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება.
განხილვის პირველ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები დადებთად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ყველა კითხვას, რომელიც დაისვა, ამომწურავად გასცეს პასუხი.
პირველ განხილვას "ნაციონალური მოძრაობა' და "ევროპული საქართველო" არ ესწრებოდა. ისინი რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების პროცესში მხოლოდ ამის შენდეგ ჩაერთვებიან.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მათი და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმას მოაგროვებენ და ცვლილებებს მიიღებენ.
იმ შემთხვევაში კი თუ ეს პროექტი ჩავარდება, როგორც მარიამ ჯაში ამბობს, ეს არ იქნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" პასუხისმგებლობა. დამოუკიდებელი დეპუტატი ამ პროცესში "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე ინიციატივის ჩარადნას გამორიცხავს
ცვლილებებს მორიგი განხილვა უკვე ბათუმში, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 13 ივნისს გაიმართება.