აქცია დისტანციით და პირბადეებით - ერთი წელი "გავრივლოვის ღამიდან"

გამოქვეყნდა:

20 ივნისის სისხლიანი ღამის ერთი წლის თავზე მოძრაობა ,,სირცხვილია'' რუსთაველზე აქციას გამართავს. ორგანიზატორების თქმით, მომხდარიდან ერთი წლის თავზეც, ძალის გადამეტების ფაქტები ისევ გამოუძიებელია, პასუხისმგებელი შს მინისტრი კი დაწინაურებული.

მათი თქმით, შეთითხნილი ბრალდებით ციხეში გამოკეტეს “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები და ჯერ კიდევ არ არის შესრულებული ,,ქართული ოცნების'' პირობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მოძრაობა ,,სირცხვილია'' მოუწოდებს ყველას, ვისაც ადამიანის უფლებების დარღვევა, ბიუჯეტის ფლანგვა თუ ერთპიროვნული მმართველობა არ მოსწონს, შეუერთდეს 20 ივნისის აქციას.

20 ივნისს შევიკრიბებით პარლამენტის წინ, მიუხედავად იმისა რომ კალაძემ დაგვიკეტა ტერიტორია. ეს კიდევ უფრო გაამარტივებს გზის გადაკეტვას...სხვა გზა არ გვრჩება. ვიქნებით დისტანციით, ვიქნებით პირბადეებით - ამბობს გიგა მაქარაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი