
ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქვა ესროლეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შედეგად, ოფისის გარე ფასადის მინაა ჩამსხვრეული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მომხდარს დაშინებასა და შანტაჟს უკავშირებენ. ოფისის მიმდებარედ სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, აქვეა უმაღლესი საბჭო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას იმედი არ აქვს რომ სამართალდამცავები ფაქტს გამოიძიებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე