რუსეთის კიდევ ერთი მსხვერპლი - საქართველოს მოქალაქე, რომელიც ოკუპანტებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და 2-წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ მომაკვდავი, კომაში ჩავარდნილი გამოუშვეს უკან. 

გენადი ბესტაევის ე.წ. შეწყალების მიზეზი, სავარაუდოდ, სიკვდილამდე მიყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა - ის თავიდან მოიცილეს ისე, რომ ამის შესახებ ვეღარც გაიგო - მისი გონება გათიშულია და მძიმე პაციენტი რეანიმაციაში წევს. 

ბესტაევი ეროვნებით ოსია და, ალბათ, ამის გამო მოექცნენ მას ასე სასტიკად - ალბათ, მას მოღალატედ აღიქვამენ. ქართული მხარე კი ვერაფრით შველის საკუთარ მოქალაქეებს, რუსეთის არ-გაღიზიანების მრავალწლიანი პოლიტიკის მიუხედავად. 

რა მივიღეთ შედეგად? - მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, მავთულხლართებს მოსახლეობის ეზოებში აბამენ, ადამიანებს იტაცებენ, ასახიჩრებენ, აწამებენ და ან მკვდარს გვიბრუნებენ, ან მომაკვდავს. 

ქართული ხელისუფლება კი ამას მდუმარედ უყურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი