ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკვითების ოქრო ყირიმის მუზეუმებიდან კიევს უნდა გადაეცეს

გამოქვეყნდა:

ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკვითების ოქროს გამოფენის ექსპონატები ყირიმის მუზეუმებიდან უკრაინას დაუბრუნდება

საუბარია არტეფაქტებზე, რომელიც 2014 წელს ჰოლანდიაში ყირიმიდან გამოსაფენად ჩაიტანეს, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, ვის გადაეცემოდა ჰოლანდიაში გამოფენილი ნამუშევრები.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა: "ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, სკვითური ოქროს დაბრუნების შემდეგ, ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი