შეშვების მოლოდინი გვაქვს - ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციაში ჩართვა სურს

გამოქვეყნდა:

ალტერნატიული კომისიის ექიმები ნებართვის მოლოდინში არიან - ისინი მესამე პრეზიდენტის მონახულებას და მონიტორინგის პროცესში ჩართვას გეგმავენ. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით,  ამ ეტაპზე ექსპერტიზის ამოცანა იქნება შეფასდეს ის ზიანი, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას მიადგა. 

"არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა ექიმების არშეშვება. შეშვების მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან ჩვენი მოთხოვნა თითქმის ერთი თვეა რაც დევს სასჯელახსრულების დეპტარამენტში და აქამდე გვქონდა უარი. 

როცა არის ადამიანი ფსიქოლოგიური და მეტაბოლური სტრესისი ქვეშ, ბევრ ორგანოს ექმუქრება ფუნქციის დაკარგვა, შემდეგ ხდება ამ ფუნქციის პოვნა, მკურნალობა, მკურნალობის შემდგომ ხდება ადაპტაციის ეტაპის გამყარება, ამიტომაა აუცილებელი მისი გამოყვანა ამ საპატიმროს პირობებიდან და ე.წ. სასჯელის გადავადების ნორმის ამოქმედება, რომ მან თავისუფლად შეძლოს რეაბილიტაციის პროცესის გავლა", - თქვა ექიმმა, ოთარ თოიძემ. 

დღეს, 22 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის მონახულებას დედა, გიული ალასანია გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი