მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმისაა - ელენე ხოშტარია სარეაბილიტაციო კურსს აგრძელებს

გამოქვეყნდა:

შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ის სამკურნალო დაწესებულებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პოლიტიკოსი თავს სუსტად გრძნობს.

სრულფასოვანი კვება ჯერ ელენე ხოშტარიასთვის რეკომენდირებული არ არის, "დროას" ლიდერი მხოლოდ წვენებს და დანამატებს იღებს.

"მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის არის. მასთან ხორციელდება უწყვეტი მეთვალყურეობა, ლაბორატორიული ანალიზების პერიოდული კონტროლი და ეძლევა გადასხმები, ელექტროლიტების და სხვა ელემენტების გასწორება. პლიუს კვება იმ წესით, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ მისი სრულ კალორაჟზე გადაყვანა", - თქვა ექიმმა ვახტანგ კალოიანმა. 

მისი თქმით, დინამიკა კარგია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი